27 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
პარლამენტი შალვა პაპუაშვილის ანგარიშს მოისმენს - რა კითხვები ექნებათ კანონმდებლებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას 8 ივნისის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ძირითადი კითხვები შეეხება საკითხს, თუ რა გაკეთდა პარლამენტში ევროინტეგრაციის კუთხით.

"ჩემთვის ძალიან საინტერესო და მოსასმენად მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ რა გაკეთდა ევროპასთან ინტეგრაციასთან მიმართულებით, საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებით და ასევე, პაპუაშვილისგან ჩემთვის საინტერესო იქნებოდა, როგორ აფასებს პარლამენტი, როგორც მაკონტროლებელი ორგანო მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობას ევროპაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

დეპუტატები ასევე ელოდებიან პასუხებს პარლამენტის, როგორც საზედამხედველო ორგანოს საქმიანობის შესახებ.

დღის ამბები