27 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
​"დაღლილობა იზრდება, ადამიანებს სურთ რაიმე შედეგი თავისთვის, ჩვენ კი გვჭირდება შედეგი ჩვენთვის, ჩემი ერთადერთი პრიორიტეტია როგორ ვაქციოთ ომი მშვიდობად, გამარჯვებად" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები და მედიასაშუალებები უკრაინას მისთვის არამომგებიანი შედეგებით მშვიდობისკენ უბიძგებენ.

უკრაინის ლიდერის თქმით, მსოფლიოში იზრდება ომთან დაკავშირებული დაღლილობა და ადამიანებს სურთ რამე შედეგი თავისთვის, ამიტომ უკრაინას უბიძგებენ რუსეთთან მოლაპარაკებებზე მისთვის არამომგებიანი შედეგისკენ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ის მსგავს მოლაპარაკებებს არავისთან აწარმოებს.

"მოლაპარაკებების შესახებ გეგმა მე არ მაქვს, ასეთი მოლაპარაკებები დღეს ნულის ტოლფასია. ყველას ძალიან უნდა, რომ მაქსიმალურად გვიბიძგონ ჩვენთვის არასასურველი შედეგისკენ, რადგან ჩვენთვის ჯერ არაფერი უკითხავთ, ეს მომგებიანია ამა თუ იმ მხარისთვის, რომლებსაც თავიანთი ინტერესები აქვთ, როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური. დაღლილობა იზრდება, ადამიანებს სურთ რაიმე შედეგი თავისთვის, ჩვენ კი გვჭირდება რამე შედეგი ჩვენთვის. ჩვენთვის სასურველ და დადებით შედეგებთან დაკავშირებული სტრუქტურები ომის საკითხის გადაწყვეტასთან მიმართებით მე მათთან არ განმიხილავს. როგორც მეომარი სახელმწიფოს პრეზიდენტი, ჩემი ერთადერთი პრიორიტეტი ომია და როგორ ვაქციოთ ომი მშვიდობად, ჩვენს გამარჯვებად. ამისთვის აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებ," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები