უკრაინის რადას თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან უკრაინაში მედიის 32 წარმომადგენელი დაიღუპა.
აღნიშნულის შესახებ ოლეკსანდრ კორნიენკომ "ტვიტერში" დაწერა.
"ჟურნალისტების დღე უკრაინაში. 32 მედიის წარმომადგენელი დაიღუპა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. ჩვენ პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას. სიმამაცეს და გამძლეობას ვუსურვებთ ყველას, ვინც უკრაინას საინფორმაციო ფრონტზე იცავს. გმადლობთ თქვენი მუშაობისთვის!", – წერს კორნიენკო.