ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო - სანქცირებულთა სიაში არიან რუსეთის ელიტის წარმომადგენლები.
გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ხუთ რუს ოლიგარქსა და ელიტის წარმომადგენელს, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს მარია ზახაროვას და მილიარდერ ალექსეი მორდაშოვს.