27 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
გლობალური უსაფრთხოების მეორე დღე ბრატისლავაში - დღეს, ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს ფორუმის ფარგლებში, ერთ-ერთი პანელური დისკუსიის მონაწილეებს 

გლობალური უსაფრთხოების ფორუმის მეორე დღე ბრატისლავაში - დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ფორუმის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა.

მსჯელობის მთავარი თემა, აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება იქნება. განხილვაში მონაწილეობას იღებს მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ.

ირაკლი ღარიბაშვილს, ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლებში, მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი.

შეგახსენებთ, სლოვაკეთის დედაქალაქში, გლობალური ფორუმი ევროკომისიის პრეზიდენტმა გახსნა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა აქცენტი უკრაინაში მიმდინარე ომსა და რუსეთის აგრესიაზე გააკეთა.

დღის ამბები