27 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი - ვრცელ სტატიას გამოცემა "ევროაქტივი" აქვეყნებს

საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი - ამ სათაურით ვრცელ სტატიას გამოცემა "ევროაქტივი" აქვეყნებს. პუბლიკაციის ავტორები პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და მისი მოადგილე გიორგი ხელაშვილი არიან.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ეკონომიკური ნაწილების განხორციელება შთამბეჭდავად შესრულდა.

"ამ მხრივ მან აჯობა არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთ კანდიდატ სახელმწიფოს. საქართველომ ძირითადად აღმოფხვრა საერთო კორუფცია, მეტად წარმატებულად, ვიდრე ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ," - წერენ ავტორები.

დღის ამბები