27 ნოემბერი 2024,   13:55
ვრცლად
"დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი..." - კახა კალაძე ილია ელოშვილის გარდაცვალების შესახებ

თბილისის მერი კახა კალაძე მისი მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალების შესახებ "ფეისბუქზე" წერს და ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. 

"ძალიან მიჭირს უდიდეს ტრაგედიაზე სიტყვების მოძებნა... შეუძლებელია გადმოვცე ის მდგომარეობა, თუ როგორ ვგრძნობ თავს ილიას დაკარგვის გამო... დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი ნებისმიერ საკითხში, დავკარგეთ კაცი, რომელსაც უამრავი ადამიანის პრობლემა გულთან მიჰქონდა და ეხმარებოდა, ყველას ბოლომდე გვერდში ედგა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. ამ ტკივილს ვეღარაფერი ამოავსებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული," - წერს კახა კალაძე. 

ილია ელოშვილი გარდაცვლილი საკუთარ სახლში დღეს იპოვეს. 

დღის ამბები