უკრაინისთვის იარაღის მიწოდება რუსეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი დაპირისპირების რისკს ზრდის - ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს.
სერგეი ლავროვის მოადგილის თქმით მოსკოვი "უკიდურესად უარყოფითად" განიხილავს აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტს, რომელიც საარტილერიო სარაკეტო სისტემებსაც მოიცავს.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას უსაფრთხოების დახმარების 700 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის ფარგლებში საშუალო რადიუსის რაკეტებს გაუგზავნის.