საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.
თარიღთან დაკავშირებით დილიდან ხალხმრავლობაა ბოდბის მონასტერში. წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. მოგვიანებით კი წმინდა ნინოს საფლავზე პარაკლისი გადაიხადეს.