27 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
უბნები თბილისში, სადაც დღეს ელექტროენერგია გაითიშება

კომპანია "თელასის" ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების  ჩატარების გამო  1 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიაჩელის და ახვლედიანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თავისუფლების მოედნის, ასათიანის, ძმები ზუბალაშვილების, ზურაბ ჟვანიას, შევჩენკოს და ლესია უკრაინკას ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სიხარულიძის და ბარამიძის ქუჩების  მოსახლეობას.

 

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხიზამბარელის, შენგელიას, გობრონიძის და ბრონშტეინის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, სამგორის ჩიხის, დოდაშვილის,  ნადარეიშვილის და სახალხოს ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქნავთობის დასახლების (ნაწილობრივ) და სოფელი დიდი ლილოს (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება." - აცხადებენ "თელასში".

 

დღის ამბები