27 ნოემბერი 2024,   21:54
ვრცლად
ჩვენ არ გვჯერა არცერთი ლამაზი სიტყვის, რეალური ვითარება ბრძოლის ველზეა - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთის მიერ დაპირებული დეესკალაციის არ სჯერა უკრაინის პრეზიდენტს. "ჩვენი არავისი გვჯერა და არცერთ ლამაზ სიტყვას არ ვენდობით, რეალური ვითარება ბრძოლის ველზეა" - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

"არის მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ სიტყვებია. ჯერჯერობით არანაირი კონკრეტიკა. ითქვა კიევიდან და ჩერნიგოვოდან ჯარის გაყვანის შესახებ, ამ მიმართულებით ოკუპანტების მოქმედებების შემცირების შესახებ. ჩვენ ვიცით რომ ეს არ არის გაყვანა, არამედ ჩვენი მებრძოლების მიერ ოკუპანტების განდევნის შედეგი. ამავდროულად მტერი დონბასზე ახალი შეტევისთვის ჯარებს აგროვებს. მაგრამ ჩვენ ამისთვის ვემზადებით. ჩვენ არავისი გვჯერა. არცერთი ლამაზი სიტყვის. რეალური ვითარება ბრძოლის ველზეა და ახლა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვვანი. ჩვენ არაფერს დავთმობთ,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები