27 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
მსოფლიომ უნდა შეაჩეროს ომი, უკვე ერთი თვეა, მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ ტერორი გრძელდება - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთი თვის თავზე სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებლებს საჯარო პროტესტისკენ მოუწოდებს.​ გვიან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ცალკე მიმართა რუსეთის მოქალაქეებსაც.

ომში მყოფი ქვეყნის მთავარსარდალმა ყურადღება გაამახვილა დღეს ბრიუსელში დაგეგმილ მნიშვნელოვან შეხვედრებზეც.

"რუსეთის ომი არ არის ომი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. მისი მნიშვნელობა გაცილებით ფართოა. რუსეთმა ომი თავისუფლების წინააღმდეგ დაიწყო. ეს მხოლოდ დასაწყისია რუსეთისთვის უკრაინელ მიწაზე. რუსეთი ცდილობს, ევროპის ყველა ადამიანის თავისუფლება დაამარცხოს, მსოფლიოს ყველა ადამიანის თავისუფლება. ის ცდილობს, აჩვენოს, რომ მხოლოდ უხეშ და სასტიკ ძალას აქვს მნიშვნელობა. მსოფლიომ რუსეთი უნდა შეაჩეროს, მსოფლიომ უნდა შეაჩეროს ომი. მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ ტერორი გრძელდება უკვე ერთი თვეა. ეს მე და ყველა უკრაინელს, პლანეტის ყველა თავისუფალ ადამიანს გულს გვწყვეტს. გამოდით თქვენს მოედნებსა და ქუჩებში, გახადეთ საკუთარი თავები შესამჩნევი, თქვით, რომ ადამიანი მნიშვნელოვანია, თავისუფლება მნიშვნელოვანია, მშვიდობა მნიშვნელოვანია, უკრაინა მნიშვნელოვანია," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები