27 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს, რომლებიც უკრაინაში ომს ემსხვერპლა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რათა ისინი საქართველოში გადმოასვენონ.

"ისინი იბრძოდნენ ჩემი ინფორმაციით ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში, ზოგიერთი მათგანი, ასევე აგვისტოს ომში და რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოხდეს მათი გადმოსვენება საქართველოში, დაბრუნება და რა თქმა უნდა, მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ ვუცხადებ სამძიმარს,“- აღნიშნა პრემიერმა.

აქვე, ირაკლი ღარიბაშვილმა მოუწოდა ყველას, ქართველი სამხედროების სიკვდილით სპეკულირება არ გააგრძელონ. კითხვაზე - მიანიჭებენ თუ არ

"მინდა მოგიწოდოთ ყველას თხოვნით, რომ ამ გარდაცვლილი ბიჭების სიკვდილით ნუ გააგრძელებთ სპეკულირებას. ეს არის ძალიან ცუდი საქციელი. ეს იწვევს შუღლს, საზოგადოების დაბნევას, მოსახლეობის დაძაბვას. არ არის საჭირო გარდაცვლილი ბიჭებით, მათი სიკვდილით მანიპულირება საზოგადოების ემოციებზე და გრძნობებზე. ყველას მინდა, რომ გთხოვოთ - როგორც საჭიროა, ისე დავაფასოთ თითოეული გარდაცვლილი და ყველა ღირსეულად უნდა მოვიქცეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები