თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ოპერატორ ბექა მშვილდაძეზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს, ირაკლი ყავლაშვილს 2 პატიმრობა მიუსაჯა.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობდა.
ეპიზოდზე, რომელშიც 27 ბრალდებულია, 53 დაზარალებულია. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.