27 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2002 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციამ ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 2002 წლიდან იძებნებოდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი - 1977 წელს დაბადებული ვ.ვ. დააკავეს.

აღნიშნული პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 2002 წლიდან იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა ვ.ვ., სასაზღვრო გამშვები პუნქტზე - "წითელი ხიდის" ტერიტორიაზე, მსჯავრდებულის სახით დააკავეს. დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი,"- ნათქვამია შსს მიერი გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები