27 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
უკრაინაში ავსტრიის ან შვედეთის მსგავსად დემილიტარიზებული ქვეყნის შექმნის იდეა, რომელსაც საკუთარი ჯარი ჰყავს, შეიძლება კომპრომისად ჩაითვალოს - პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ავსტრიის ან შვედეთის მსგავსად დემილიტარიზებული ქვეყნის შექმნის იდეა, რომელსაც საკუთარი ჯარი ჰყავს, შეიძლება კომპრომისად ჩაითვალოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რია" ავრცელებს.

მოლაპარაკებებზე უკრაინის ნეიტრალური სტატუსი რომ განიხილება განაცხადა სერგეი ლავროვმაც. მისივე თქმით, რუსეთი მზადაა, ეძებოს გზები როგორც საკუთარი, ისე უკრაინის და ევროპის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად, თუმცა ნატო-ს გაფართოება გამორიცხულია.

რუსეთის პირველი დიპლომატის განცხადებით, მოლაპარაკებებში არსებობს ფორმულირებები, რომელთა შესახებ შეთანხმება შესაძლებელია.

დღის ამბები