27 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
"აღინიშნა, რომ კონგრესი და სენატი მთლიანად გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას" - დავით ზალკალიანი აშშ-ის სენატორ რონ ჯონსონს ესაუბრა

დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის სენატორ რონ ჯონსონთან. მხარეებმა განიხილეს უკრაინის წინაღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია, ამ ფონზე უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში შექმნილი რთული ვითარება და მისი გავლენა საქართველოზე.

მინისტრმა სენატორს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯების შესახებ. სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

"გვქონდა სატელეფონო საუბარი ჯონსონთან და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის დ ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის ფონზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ორპარტიული მხარდაჭერა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი გვაქვს. აღინიშნა, რომ კონგრესი და სენატი მთლიანად გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას და იმ მნიშვნელოვანი რეზოლუციების მხარდაჭერას, რომელიც ინიცირებულია კონგრესში," - აცხადებს დავით ზალკალიანი.

დღის ამბები