27 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ჩერნობილის ელექტრომომარაგების სისტემა ისევ დაზიანდა 

რუსულმა ძალებმა კვლავ დააზიანეს ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ჩერნობილის ატომურ სადგურს ამარაგებდა, ამის შესახებ BBC, უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიაზე დაყრდნობით წერს.

ქსელის ოპერატორი ამბობს, რომ სარემონტო ეკიპაჟს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს წვდომა ადგილზე, რომელიც ოკუპირებულია რუსული ძალების მიერ, რათა შეამოწმოს დაზიანება.

აღსანიშნავია, რომ პირველადი დაზიანების შემდეგ, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება 13 მარტს აღდგა.

დღის ამბები