27 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
რატომ მოუწია სალომე ზურაბიშვილს ოფიციალური საგარეო ვიზიტების გაუქმება და შეხვედრებისთვის პირადი კონტაქტების გამოყენება - რა შეზღუდვებზე საუბრობს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან "პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ შეზღუდვების დაწესებაზე" საუბრობს და აღნიშნულს "გაუგებარს" უწოდებს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განცხადება.

როგორც პრეზიდენტმა პლენარულ სხდომაზე, წლიური ანგარიშით გამოსვლისას განმარტა, 26 თებერვალს წერილობით უარი თქვა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ოფიციალური სამუშაო ვიზიტების გამართვაზე, რის შემდეგაც მან აღნიშნული შეხვედრებისთვის პირადი კონტაქტები გამოიყენა.  

"გაუგებარია, როცა საჭიროება ყველაზე დიდია და დრო არ ითმენს, პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ დაწესებული შეზღუდვები. 2022 წლის 26 თებერვალს წერილობით მეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. არსებული ვითარების გათვალისწინებით გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი. ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა.

მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა და ასეთი შეზღუდვები, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ესოდენ რთულ რეგიონში იმყოფება, დამაზიანებელია. შეზღუდვების დრო კი არა, პირიქით, ვისაც რა შეგვიძლია, საერთაშორისო დონეზე, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართულნი, მოსვენებას არ უნდა ვაძლევდეთ ჩვენს პარტნიორებს! მე კი მგონია, რომ ჩემი ორმოცწლიანი გამოცდილება დიპლომატიისა და სტრატეგიულ საკითხებში, და ამ პერიოდში შეძენილი პირადი კონტაქტები ამ ქვეყნისთვის მაქსიმალურად გამოსაყენებელია, ვიდრე დასაკარგი. 

დღის ამბები