27 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
ამსტერდამის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირს წყვეტს

ამსტერდამის რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირის გაწყვეტაზე განაცხადა.

"სასულიერო პირებმა ერთხმად განაცხადეს, რომ აღარ შეუძლიათ მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში ფუნქციონირება და ჩვენი მორწმუნეებისთვის სულიერად უსაფრთხო გარემოს შექმნა," - ნათქვამია სასულიერო პირების განცხადებაში, რომელიც მათ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სასულიერო პირებმა ჰააგისა და ნიდერლანდების არქიეპისკოპოს ელისეის კანონიკური განთავისუფლება მოსთხოვეს. მათ ასევე გაუგზავნეს თხოვნა ბელგიის, ნიდერლანდების და ლუქსემბურგის (კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო) მიტროპოლიტ ათენაგორას, რომ მიიღოს მის ეპარქიაში. მიტროპოლიტმა გამოთქვა მზადყოფნა განიხილოს ეს მოთხოვნა და მოითხოვოს კანონიკურ გათავისუფლებას არქიეპისკოპოს ელისეისგან.

სამრევლო საბჭომ გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს სასულიერო პირების ამ ნაბიჯს  და წინადადება წარედგინება საგანგებო გენერალურ სამრევლო კრებას 26 მარტს.

დღის ამბები