27 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
"დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად მეტი ვარიანტების ძიებას" - ჯონსონი ზელენსკის დახმარების გაზრდას დაპირდა  

სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის პირველ პირებს შორის. თუ
რა თემებზე ისაუბრეს ტელეფონით ზელენსკიმ და ჯონსონმა - ინფორმაციას ბრიტანეთის პრემიერის აპარატი ავრცელებს. დაუნინგ სტრიტზე ამბობენ, რომ ბორის ჯონსონმა ვლადიმერ პუტინის "ბარბაროსულ ქმედებებს მთელი კაცობრიობისთვის გამოცდა" უწოდა და ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერას, რომელსაც გაერთიანებული სამეფო აგრძელებს უკრაინისადმი.

"დიდი ბრიტანეთი, პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად მეტი ვარიანტების ძიებას, მათ შორის სამშაბათს ლონდონში "ერთობლივი საექსპედიციო ძალის" შეხვედრაზე" - განაცხადა ჯონსონმა ზელენსკისთან საუბრის დროს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის გარდა, ვოლოდიმირ ზელენსკი, ცოტა ხნის წინ, ევროპული საბჭოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებსაც ესაუბრა.

დღის ამბები