27 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი დღეს, ვიდეო ფორმატში უნდა შედგეს

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი დღეს უნდა შედგეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ავრცელებს. მიხაილო პოდოლიაკი ამბობს იმასაც, რომ მოსკოვის ტონი უკვე შეცვლილია და მომლაპარაკებლები ცდილობენ ულტიმატუმის ენით საუბარს თავი აარიდონ.

სოციალურ ქსელში პოდოლიაკი წერს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ვიდეო-კონფერენციის რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს, 14 მარტს კი წინასწარი შედეგების შესაჯამებლად მოლაპარაკება გაიმართება.

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ვიდეო ფორმატში გაიმართება და კიევის დროით 10:30 საათზე დაიწყება

დღევანდელი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთი პრეზიდენტის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვიც.

დღის ამბები