27 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება იყო დაპირება, რაც ვერ შესრულდებოდა - რას ამბობს ჟოზეფ ბორელი დაშვებულ შეცდომებზე

უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება იყო დაპირება, რაც ვერ შესრულდებოდა - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელიმ "ტი ეფ ერთთან" ინტერვიუს დროს განაცხადა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, შეცდომად აფასებს ისეთი დაპირებების გაცემას, რაც ვერ შესრულდებოდა.

"ჩვენ დავუშვით შეცდომები, დავკარგეთ, რუსეთის დასავლეთთან დაახლოების და საბჭოთა იმპერიის დასასრულის მოახლოების შესაძლებლობა. იყო დრო, როდესაც, შესაძლოა, ისეთი რამ იყო შემოთავაზებული, რასაც მაშინ პრაქტიკაში ვერ შესრულდებოდა, მაგალითად, დაპირება, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გამხდარიყვნენ. ეს იყო შეცდომა, რომ უკრაინას შეეძლო NATO-ში შესვლა. ვფიქრობ, შეცდომაა დაპირებების გაცემა, რომელსაც ვერ შეასრულებ," - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

დღის ამბები