27 ნოემბერი 2024,   21:55
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ომის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დაიწყებს

ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ომის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დაიწყებს.

ამერიკულ მედია საშუალებასთან VICE News-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინს არ ენდობა, თუმცა ომის დასრულების ერთადერთი გზა მხოლოდ მასთან დიალოგი იქნება.

"პუტინს ვენდო? არა, მხოლოდ ჩემს ოჯახს ვენდობი. როგორ შევაჩეროთ ეს ომი? მხოლოდ მასთან დიალოგით. ის არის რუსეთის პრეზიდენტი და რუსეთი იბრძვის უკრაინის წინააღმდეგ, ისინი მოვიდნენ ჩვენს მიწაზე, ჩვენს სახლებში, ჩვენს ბავშვებთან. ჩვენ ისინი არ მოგვიპატიჟებია, მაგრამ ისინი აქ არიან. ჩემი გზავნილი ვლადიმირ პუტინთან ახლა ასეთია: შეწყვიტე ომი, დაიწყე ლაპარაკი. სულ ესაა. ვფიქრობ ის ასე იზამს, ვფიქრობ, ის ხედავს, რომ ჩვენ ძლიერები ვართ. ის დაიწყებს მოლაპარაკებას, ამას დრო სჭირდება.

ჩვენი ჯარისკაცები უკვე გმირები არიან, ვიცი, რომ მათ უნდათ ებრძოლონ ბოლო სამხედროს. მინდა მჯეროდეს, რომ ეს არ მოხდება, მინდა გადავარჩინო ჩვენი გმირი ჯარისკაცები. მაგრამ ჩვენ ჩვენს მიწას იქამდე დავიცავთ, რამდენ ხანსაც შევძლებთ,"- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები