27 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
პუტინი ახლა იმაზე მეტად გაერთიანებული დასავლეთის წინაშე დგას, ვიდრე წარმოედგინა - ჯო ბაიდენი

პუტინი ახლა იმაზე მეტად გაერთიანებული დასავლეთის წინაშე დგას, ვიდრე წარმოედგინა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დემოკრატიული კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ჯო ბაიდენი რუსეთზე სანქციების შედეგად ნავთობზე ფასის ზრდის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, თავისუფლებისთვის ბრძოლას თავისი ფასი აქვს და ის უფრო მაღალი იქნება, თუ პუტინთან გასამკლავებლად ახლა არ იმოქმედებენ.

"უკრაინასთან დაკავშირებით პუტინი იმედოვნებდა, რომ ნატო, დასავლეთი და ამერიკა გაიყოფოდა, მაგრამ მან ეს ვერ მიიღო. ახლა ის დასავლეთში იმაზე უფრო უფრო ერთიანი, ენერგიული და მტკიცე ნატოს წინაშე დგას, ვიდრე ამას წარმოიდგენდა. მას არ გამოუვიდა დემოკრატებისა და რესპუბლიკელების დაყოფაც. გულწრფელი უნდა ვიყოთ ამერიკელი ხალხის მიმართ, თავისუფლებისთვის ბრძოლას თავისი ფასი აქვს აქ სახლში, ხალხი უკვე გრძნობს პუტინის ფასების ზრდას. ვფიქრობ, ამერიკელმა ხალხმა იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ბრძოლა, ვფიქრობ, მათ იციან, რომ რაც არ უნდა მტკივნეული იყოს დღეს ფასი, ფასი უფრო მაღალი იქნება, თუ ახლა არ ვიმოქმედებთ ამ ტირანთან გასამკლავებლად.

ასე რომ, ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო ის ფაქტი, რომ ჩვენ ვზრდით ნავთობის წარმოებას, წლის ბოლოსთვის ჩვენ უფრო მეტ ნავთობს ვაწარმოებთ, ვიდრე ბოლო წლებში," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

დღის ამბები