27 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვერ მიაღწიეს - დმიტრო კულებას და სერგეი ლავროვის შეხვედრა დასრულდა

უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დასრულდა.

დმიტრო კულება მედიასთან ამ წუთებში შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.

კულებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მან შეხვედრის ორგანიზება მოახერხა

"ეს შეხვედრა და საუბარი იყო ადვილი და ამავე დროს ძნელიც. მე ყველანაირად შევეცადე სულ ცოტა მაინც დიპლომატიური გზა გამომენახა," - განაცხადა კულებამ.

მხარეებმა ჯერჯერობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, - ამბობს კულება.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის განცხადებით, ლავროვთან შეხვედრაზე  ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხები განიხილეს.

როგორც დმიტრო კულებამ ანტალიაში სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ პრერსკონფერენციაზე განაცხადა, კიევი არ აპირებს შეასრულოს რუსეთის მიერ წამოყენებული მოთხოვნები.

"ჩვენ მზად ვართ დილომატიისთვის, ჩვენ ვეძებთ დიპლომატიურ გადაწყვეტლებებს, თუმცა ჯერ ისინი არ ჩანს. ჩვენ თავგანწირვით დავიცავთ ჩვენ სხალხს რუსლი აგრესიისგან. ვიმედოვნებს რომ დღევანდელი ფორმატი გაგრძელდება," - დასძინა კულებამ.

 

დღის ამბები