27 ნოემბერი 2024,   21:54
ვრცლად
უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირისპირი შეხვედრა ანტალიაში დღეს შედგება

ომის დაწყების შემდეგ უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი პირისპირ შეხვედრა - სერგეი ლავროვისა და დმიტრო კულება ერთმანეთს დღეს თურქეთის ქალაქ ანტალიაში ხვდებიან. ორივე მათგანი უკვე თურქეთში იმყოფება. ეს ყველაზე მაღალი რანგის დიალოგია ომის დაწყების დღიდან.

ასევე, პირველად გავა საზღვრებს გარეთ სერგეი ლავროვი, მას შემდეგ, რაც ის დასავლეთის შავ სიაში მოხვდა.

შეხვედრის ინიციატორი და მედიატორი, თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ დღევანდელი შეხვედრა შედეგიანი იქნება და მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან.

პარალელურად, უკრაინული გამოცემა "უნიანის" ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ორგანიზების თხოვნით უკრაინამ გერმანიის კანცლერს მიმართა.

დღის ამბები