27 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრი რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ რუსეთში პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით აჟიოტაჟი შესაძლოა, ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდებოდეს. 

ლევან დავითაშვილის განცხადებით, რძის ნაწარმის პროდუქტებზე ბაზრის გახსნის შესახებ ქართულ მხარეს რუსეთთან ბოლო კომუნიკაცია 2020 წელს ჰქონდა, მას შემდეგ არანაირი კონტაქტი არ ყოფილა კრემლთან, მით უმეტეს უკრაინაში ომის პერიოდში.

"აქ მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მხრიდან განცხადება რამდენიმე კომპანიიდან რუსეთში გაგზავნილი იყო 2020 წელს. 2020 წლიდან დღემდე ეს კომუნიკაცია არ ყოფილა და ამიტომ აჟიოტაჟი, რომელიც საზოგადოებაში წარმოიშვა, ვფიქრობ, ალბათ ინფორმაციის ნაკლებობის გამოა. მით უმეტეს ომის პირობებში, საქართველოს დამატებით ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიუმართავს. ამ საკითხზე მიმართვა იყო კერძო კომპანიების მხრიდან, რომ მათ აინტერესებდათ ახალ ბაზარზე გასვლა და ცხოველური წარმოშობის სურსათ-პროდუქტებს სპეციალური რეგულაციები აქვს," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

როგორც ირკვევა, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წელს გაგზავნილი მიმართვის პასუხი რამდენიმე დღის წინ მიიღო - ამ პასუხის თანახმად რუსული ბაზარი ღია 15 კომპანიისთვის იქნება.

დღის ამბები