უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, რუსული ძალების მიერ, ხარკოვის ცენტრში სარაკეტო იერიშის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა.
"თავისუფლების მოედანს საკრუიზო რაკეტა მოხვდა. იყო მეორე დარტყმა მსგავსი რაკეტით, რომელიც შენობას მაშველების მოსვლის შემდეგ მოხვდა (5-7 წუთში). ადმინისტრაციის შენობის მესამედი განადგურდა", - ამბობს გერაშჩენკო Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. დაღუპულთაგან ერთი ადამიანი ინდოეთის მოქალაქეა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდა და შესაძლებელია მსხვერპლის და დაშავებულების რაოდენობა გაიზარდოს.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.