27 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
რუსული პროდუქტის შეძენა ნიშნავს, გადაიხადო ფული ადამიანების მკვლელობაში - რა მოწოდებას ავრცელებს ზელენსკი 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეო მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ეს ომი და ბოროტება დაუშვებელია, მიმდინარეობს მშვიდობიანი ადამიანების მიზანმიმართული განადგურება. პრეზიდენტის თქმით, რუსულმა მხარემ იცის, რა მიმართულებითაც ისვრის, ამ დანაშაულის გამო მათ პასუხი უნდა აგონ და სისხლის სამართლის საეართაშორისო ტრიბუნალს უნდა გადაეცნენ. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს რუსული პროდუქტის შეძენა ნიშნავს, გადაიხადო ფული ადამიანების მკვლელობაში. 

"რუსეთის ძალებმა, დღეს სარაკეტო იერიში მიიტანა ხარკოვზე. ეს ნამდვილად სამხედრო დანაშაულია მშვიდობიანი მოქალაქეების წინაღმდეგ.  მშვიდობიანი საცხოვრებელი ზონა. არავითარი სამხედრო დაწესებულებები. ათობით მოწმემ აღბეჭდა მტკიცებულება, რომ ის არ იყო ერთეული შეცდომითი გასროლა, არამედ გაცნობიერებულად ხალხის განადგურება. რუსულმა მხარემ იცოდა, რა მიმართულებითაც ისროდნენ.

ამ დანაშაულის გამო, ისინი სისხლის სასამართლო საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა გადაეცნენ. ეს არის ყველა კონვენციის დარღვევა. მშვიდობიანი უკრაინელების მკვლელობას მსოფლიოში არავინ დაივიწყებს. ეს უკრაინაა, ეს ევროპაა და ეს 2022 წელია. 

რაკეტებით, ბომბებითა და არტილერიით შეიარაღებული ბოროტება სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს. განადგურდა ჩვენი ეკონომიკა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ კაცობრიობას შეუძლია საკუთარი თავის დაცვა. რუსეთისთვის ყველა პორტის შესასვლელი, ყველა აეროპორტი და მსოფლიოში ყველა არხი უნდა დაიკეტოს. 

რუსული პროდუქტის შეძენა ნიშნავს, გადაიხადო ფული ადამიანების მკვლელობაში. ხარკოვი - მშვიდობიანი, ამაყი, ძლიერი - თქვენ ყოველთვის ასეთები იყავით, თქვენ ყოველთვის ასეთები იქნებით. უნდა გაუძლოთ, გაუძლებთ ამასაც.

ჩვენ დავიცავთ უკრაინას, ჩვენ დავეხმარებით ყველას, ვინც ამ სასტიკი ომის დროს დაზარალდა. ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას. 

გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ყველას, ვინც დაკარგა ახლობლები და საყვარელი ადამიანები ამ ომში. სამუდამოდ დარჩებიან მეხსიერებაში ეს ადამიანები. საუკუნო დიდება ყველას, ვინც იცავს ჩვენ თავისუფლებას.

მე მოვაწერე დოკუმენტს ხელი, რომ უკრაინის გმირის წოდება მიენიჭოს 12 სამხედროს," - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკის.  

დღის ამბები