ომის დაწყებიდან დღემდე, კკრაინა უკვე 520 000 ადამიანმა დატოვა და მოსაზღვრე ქვეყნებში გადავიდა - მონაცემებს გაეროს უმაღლესი კომისარი დევნილთა საკითხებში ფილიპო გრანდი ავრცელებს.
მისივე თქმით, დევნილთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით ყოველ საათში იზრდება.
გაეროს უმაღლესი კომისარი ქვეყნების მთავრობებსა და ხალხს, რომლებიც უკრაინელებისთვის საზღვრებს ღიად ტოვებს, მადლობა გადაუხადა.
"280 000-ზე მეტი ადამიანი პოლონეთში გაიქცა. კიდევ 94 000 უნგრეთში, დაახლოებით 40 000 ამჟამად მოლდოვაში იმყოფება; 34 000 რუმინეთში, 30 000 სლოვაკეთში; ათობით ათასი კი დანარჩენ ევროპულ ქვეყნებში. ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ადამიანების მნიშვნელოვანი რაოდენობა რუსეთის ფედერაციაში წავიდნენ.
ფილიპო გრანდი ამბობს, რომ ვითარება იმდენად სწრაფად ვითარდება და რისკები იმდენად მაღალია, რომ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს არ შეუძლიათ დახმარება სისტემატიურად ანაწილონ, რომელიც უკრაინელებს ძალიან სჭირდებათ.
გაეროში იუწყებიან, რომ თუ კონფლიქტი დაუყოვნებლივ არ შეწყდება, ვარაუდობენ, რომ დევნილთა რიცვი მომდევნო კვირებში 4 მილიონამდე გაიზრდება.