მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი უკვე 406 მილიონს აჭარბებს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5 მილიონს აღემატება.
იმის მიუხედავად რომ "ომიკრონის" შტამი სწრაფად გავრცელებას განაგრძობს შვედეთმა პანდემია დასრულებულად გამოაცხადა და თითქმის ყველა შეზღუდვა გააუქმა. ქვეყანაში შეჩერდა მასშტაბური ტესტირებაც.
რეგულაციებს ამსუბუქებენ ჩეხეთშიც. საზოგადოება აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება. "მწვანე პასპორტების" წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება მოსახლეობა კანადის 4 პროვინციაშიც.