თურქეთში, კილისის პროვინციის, სოფელ გოკმუსას ერთ-ერთ ფერმაში თხა დაიბადა, რომელსაც ერთ თვალბუდეში 2 თვალი აქვს. ამის შესახებ Daily Star წერს.
40 წლის ფერმერი აჰმეტ კარტალი ამბობს, რომ ის უკვე 25 წელია ცხოველების მოშენებითაა დაკავებული და მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია. ახალდაბადებულ ციკანს თვალი შუბლის შუაში აქვს ისევე, როგორც ციკლოპს. ფერმერი ამბობს, რომ ის მზად არაა ასეთ ცხოველს მოუაროს და უნდა რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ წაიყვანოს თხა და სიცოცხლე შეუნარჩუნოს.
ჰატაის მუსტაფა ქემალის სახელობის უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის დეპარტამენტის წარმომადგენელი, დოქტორი უიიარი ამბობს, რომ თხას აქვს ცებოცეფალია, თავის ქალას ფორმირების ანომალია, რომლის დროსაც ცხვირის განუვითარებლობა შერწყმულია თვალებს შორის მანძილის შემცირებასთან.