შოტლანდიაში საფეხბურთო მატჩის მასშტაბური კლასტერი გაჩნდა - ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კოვიდით ინფიცირების მაჩვენებლიდან 2000-მდე შემთხვევა სწორედ საფეხბურთო მატჩების მაყურებლებს უკავშირდება.
როგორც Public Health Scotland აცხადებს, 1991 დადასტურებული შემთხვევიდან 2/3 იყვნენ ადამიანები, რომლებიც 18 ივნისს ლონდონში შოტლანდია-ინგლისის საფეხბურთო მატჩზე იმყოფებოდნენ.