ძალიან მნიშვნელოვანი იყო მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მილიონ მოქალაქეს უკვე დაურეგისტრირდა მიწის ნაკვეთი.
"მთელი ქვეყნის მასშტაბით მილიონ ნახევარი მიწის ნაკვეთი აიზომა და მილიონ ადამიანს, ჩვენს მოქალაქეს ამ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, უკვე დაურეგისტრირდა მიწის ნაკვეთები, ეს პროგრამა გაგრძელდება მომდევნო წელსაც, ამისათვის უკვე ასახულია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში შესაბამისი თანხა. დამატებით დარჩენილ ნახევარ მილიონ მოქალაქესაც დაურეგისტრირდება უკვე აზომილი მიწის ნაკვეთები. ამით დასრულდება მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.