28 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
"გერმანიის ელჩისთვის გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი, არ მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რეალურად, საქართველოში დღეს გერმანიას ელჩი არ ჰყავს" - ირაკლი კობახიძე

გერმანიის ელჩისთვის გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეალურად, საქართველოში დღეს გერმანიას ელჩი არ ჰყავს.

"გერმანიის ელჩისთვის გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი, აქედან გამომდინარე, არა მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რეალურად, საქართველოში დღეს გერმანიას ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი, რაც ე.წ. ელჩს შეეფერება დღეს საქართველოში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები