28 ნოემბერი 2024,   16:53
ვრცლად
"ჩემთვის პატივი და პრივილეგია იყო, წარმომედგინა საქართველოს პარლამენტისთვის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები" - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენასა და პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობას სოციალურ ქსელ X-ში ეხმიანება.

მინისტრი აღნიშნავს, რომ მისთვის პატივი და პრივილეგიაა, საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები.

"ჩემთვის პატივი და პრივილეგია იყო, წარმომედგინა საქართველოს პარლამენტისთვის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის ფარგლებში", - წერს ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.

XI მოწვევის პარლამენტმა მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა.

დღის ამბები