28 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
ვარშავაში გაუჩინარებული 24 წლის ქართველი გარდაცვლილი იპოვეს - დიტო ხელხელაურის ცხედარს ტბაში მიაკვლიეს

ერთკვირიანი ძებნის შემდეგ ვარშავაში გაუჩინარებული ქართველი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. 24 წლის დიტო ხელხელაურის ცხედარს მყვინთავებმა ტბაში მიაკვლიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში მყოფი ნათესავები ადასტურებენ. 

დიტო ხელხელაური რამდენიმე წელია პოლონეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. პოლონეთის სამართალდამცველები ახალგაზრდას 12 ივნისიდან ეძებდნენ. რის შემდეგაც, ერთ-ერთი თვითმხილველის ჩვენების საფუძველზე სამძებრო ღონისძიებაში მყვინთავები ჩაერთნენ.

24 წლის დიტო ხელხელაური წარმოშობით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან არის.

საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით, ოჯახს ოფიციალური უწყებისთვის ჯერ არ მიუმართავს.

დღის ამბები