28 ნოემბერი 2024,   15:23
ვრცლად
ნუკრიანში ლავანდის მინდვრები აყვავდა - სოფელი ტურისტებისთვის ნამდვილ სანახაობად იქცა 

ნუკრიანი საქართველოში ერთადერთი სოფელია საქართველოში, სადაც ლავანდის პლანტაციებია გაშენებული. სოფელში ლავანდების ყვავილობა ახლა დაიწყო და სულ რამდენიმე კვირა გასტანს. იასამნისფრად მოელვარე მინდვრები იმდენად ლამაზი სანახაობაა, რომ ნუკრიანში უამრავი ტურისტი ჩადის.

ადგილზე ჩასულ, ლავანდის პლანტაციების სტუმრებს, სანახაობა ფრანგული პროვანსის უკიდეგანო მინდვრებს ახსენებთ, რაც მის მომხიბვლელობას კიდევ უფრო ზრდის.

შრომატევადი საქმე თემურ ჯანგულაშვილმა პარტნიორთან ერთად 6 წლის წინ დაიწყო და დღეს უკვე კახეთის რეგიონში ერთ-ერთი პოპულარული ადგილის მასპინძელია.

1 ჰექტარზე 4000 ნერგამდე გაშენებული ლავანდის პლანტაცია კი მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს და წამიერად, უფრო ფერად და ლამაზ სამყაროში იტაცებს. 

ეთერზეთოვანი კულტურის გასაგრძელებლად პლანტაციის 1 ჰექტრიდან 4 ჰექტრამდე გაზრდა იგეგმება. გარდა ამისა, სოფელში სამომავლოდ დამატებით საოჯახო ტიპის სასტუმროების გახსნასაც აპირებენ.

დღის ამბები