28 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
ანტონიო გუტიერეშს გაეროს გენერალურ მდივნად მეორე ვადით აირჩევენ

გაეროს უშიშროების საბჭო ანტონიო გუტიერეშის გენერალურ მდივნად მეორე ვადით არჩევას მხარს უჭერს.

გენერალური ასამბლეა, სავარაუდოდ, 18 ივნისს უყრის კენჭს მოქმედი გენერალური მდივნის კანდიდატურას.

ანტონიო გუტიერეშმა გაეროს გენერალური მდივნის პოსტი 2017 წელს დაიკავა, მან აღნიშნულ თანამდებობაზე პან გი მუნი შეცვალა. ანტონიო გუტიერეში 1995-2002 წლებში პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

დღის ამბები