28 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
საქართველო და ინდური შტამი - ამირან გამყრელიძის თქმით, საეჭვო შემთხვევებზე კვლევა კვლავ მიმდინარეობს

სპეციალისტები ამ დრომდე ცდილობენ დადგენას, არის თუ არა საეჭვო შემთხვევები ნამდვილად კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი, თუმცა ლაბორატორიული პასუხი, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შტამების იდენტიფიცირება სხვადასხვა მეთოდით არის შესაძლებელი :

"ჩვენ გვაქვს საშუალება, როგორც PCR ტესტებით, ისე - გენომის სეკვენირებით ამ შტამების იდენტიფიცირება მოვახდინოთ. ინდური შტამი ლაბორატორიულად ქვეყანაში არ არის, ჯერჯერობით, დადასტურებული, თუმცა კვლევები მიმდინარეობს" -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები