28 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
დიდგორობა გამოცხადდეს სახელმწიფო-ეროვნულ დღესასწაულად და უქმე დღედ - "ქართული მარში"

დიდგორობა გამოცხადდეს სახელმწიფო-ეროვნულ დღესასწაულად და უქმე დღედ - ამ მოთხოვნით პოლიტიკურმა პარტიამ “ქართული მარში-ეროვნულმა მოძრაობამ” მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის სახელზე წერილი შეიტანა.

როგორც თავად აღნიშნავენ, ამ დღესასწაულს ჩვენი ქვეყნის მოქალქეებისთვის უდიდესი ეროვნული მნიშვნელობა აქვს და აღნიშნული საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში.

"დიდგორობა არის ჭიაკოკონობანა და უბრალო დღესასწაული, ეს არის ქართველი ერის ყოფნა- არ ყოფნის გადაწყვეტის დღე, როდესაც გაიმარჯვა და დაიმკვიდრა უფლება, რომ ჰქონოდა საკუთარი, ძლიერი სახელმწიფო. 900 წლის იუბილე სრულდება ამ დიდი გამარჯვებიდან და ხელისუფლებამ უნდა გამოაცხადოს დიდგორობა, როგორც საერთო სახალხო ეროვნული დღესასწაული,"- აცხადებს "ქართული მარში - ეროვნული მოძრაობის" გენერალური მდივანი ირაკლი შიხიაშვილი.

"შევადგინეთ ახალი დოკუმენტი, ახალი მოთხოვნა, შევიტანეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე და დარწმუნებული ვართ, ღარიბაშვილის მთავრობა მაინც შეძლებს და გამოაცხადებს დიდგორობას, როგორც საერთო სახალხო დღესასწაულს,"- აღნიშნავს "ქართული მარში - ეროვნული მოძრაობის" თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძე.

დღის ამბები