ყოფილი ევროპარლამენტარი, პარტია "ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის ევროპისთვის" (ALDE) თავმჯდომარე ჰანს ვან ბაალენი, 60 წლის, ასაკში გარდაიცვალა.
როგორც ნიდერლანდური მედია ოჯახის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობა გახდა.
ჰანს ვან ბაალენი აქტიურად ეხმაურებოდა საქართველოს პოლიტიკურ მოვლენებს, მათ შორის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებას.