28 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია შეხვედრას მართავს - მამუკა ხაზარაძემ მოსალაპარაკებლად ნიკა მელიასთან შეხვედრა დააანონსა

უკვე ერთი საათია "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში ოპოზიცია შეხვედრას მართავს. ის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შეთანხმების აღსრულების მექანიზმებზე მსჯელობენ. ისაუბრებენ სხვა მიმდინარე აქტუალურ საკითხებზეც,

"ვერავის დავეთანხმები იმ პოზიციაში, რომ დააკნინონ ეს ხელშეკრულება, ეს არის ჩვენი ევროატლანტიკური კურსი და ამაში ჩართულები არიან ყველაზე მაღალი დონის ევროპელი პარტნიორები. მე ვაპირებ უახლოეს დღეებში შევიდე ნიკა მელიასთან, მოვინახულო და ვისაუბრო 2 საკითხზე, რომ იგი დაეთანხმოს ევროკავშირის გირაოს, რომელიც არის უპრეცედენტო და მეორე საკითხი, რომელიც მე მინდა მასთან გავიარო, არის საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნა," - განაცხადა ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

სალომე სამადაშვილმა ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე გააკეთა აქცენტი და ამ გამოწვევებზე პარლამენტის მხრიდან სათანადო რეაგირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

"გამოწვევა ერთის მხრივ არის შეთანხმების შესრულება და მეორეს მხრივ უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისი ქვეყანაში. ადამიანები ელოდებიან, რომ მათი ხმა და მათი ინტერესი იქნება დაცული, მათ შორის საქართველოს პარლამენტში. დიდი იმედი მაქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შემოუერთდება ამ შეთანხმებას და ოპოზიცია სრულად იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, მაგრამ ამავე დროს იმ პერიოდში, სანამ ეს მოხდება, არსებობს გამოწვევები, რომელზე რეაგირებასაც საზოგადოება ჩვენგან ითხოვს," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები