ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელი ჰანს კლუგე მსოფლიო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შესაძლოა ინდოეთის სიტუაცია ყველგან განმეორდეს.
"ინდოეთის სიტუაცია შესაძლოა ყველგან მოხდეს. დამცავი ზომების ნაადრევად შემსუბუქებამ, როდესაც უფრო გადამდები ვარიანტები არსებობს და ვაქცინაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ დაბალია, შესაძლოა ნებისმიერ ქვეყანაში იდეალური შტორმი გამოიწვიოს,"- აცხადებს ჰანს კლუგე.
ჯანმოს წარმომადგენელმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვაქცინა სიცოცხლის გადამრჩენია, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ცხოვრების ნორმალური რიტმის დაბრუნებისთვის საჭიროა ვაქცინაციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძლიერი ზომების ერთობლიობა.