ლაგოდეხის მუნიცაპალიტეტში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. სეტყვისა და ძლიერი ქარის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა კაბალისა და ბაისუბნის სოფლები.
ძირითადად განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ბოსტნეული კულტურები და ვენახი.
მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც დაზარალებულები ამბობენ, მოსავლის მოსაყვანად აგროსესხები აიღეს და სტიქიის შედეგად შემოსავლის გარეშე დარჩენ.
სტიქიის ზონაში ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს. მას შემდეგ, რაც ზარალის შეფასება დასრულდება, ადგილობრივი ხელისუფლება გლეხებს დახმარებას პირდება.