29 ნოემბერი 2024,   00:07
ვრცლად
საპროტესტო გამოსვლები ჩეხეთში - პრორუსული განცხადებების გამო დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

ჩეხეთში საპროტესტო გამოსვლებია. ათი ათასამდე დემონსტრანტი პრაღასა და სხვა ქალაქებში პრეზიდენტ მილოშ ზემანის გადადგომის მოთხოვნით გავიდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ევროკავშირში პრორუსული შეხედულებების ადგილი არ არის.

აქციები ჩეხეთის პრეზიდენტის მიერ ერთი კვირის წინ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. მისი თქმით, 2014 წელს ჩეხეთში იარაღის საწყობში მომხდარი აფეთქების უკან შესაძლოა რუსეთი არ იდგეს.

ჩეხეთის პრეზიდენტს პრო-რუსული შეხედულებები აქამდეც გამოუხატავს. ის რუსული ვაქცინის შეძენისა და ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად ტენდერში რუსული კორპორაციის მონაწილეობის შესახებ საუბრობდა.

დღის ამბები