28 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
აშშ-ის საელჩო მსახიობ კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მსახიობ კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. საელჩო კახი კავსაძის ოჯახს, მეგობრებსა და საზოგადოებას ლეგენდარული მსახიობის გარდაცვალების გამო თანაგრძნობას უცხადებს. 

"ლეგენდარული მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალებას ბევრი ქართველი ოჯახის წევრის დაკარგვასავით განიცდის. ბატონი კავსაძის შემოქმედებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უამრავ ადამიანზე და სანაცვლოდ მიღებული სიყვარულისა და პატივისცემის მოზღვავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი მემკვიდრეობა მარადიულია.

აშშ-ის საელჩო გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს კახი კავსაძის ოჯახს, მეგობრებსა და ყველა ქართველს, ვინც მის დაკარგვას გლოვობს," - წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. 

 

დღის ამბები