29 ნოემბერი 2024,   00:05
ვრცლად
მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სხდომას ოპოზიციის დამატებითი წარმომადგენლობა ესწრება - ირაკლი კობახიძე

პარლამენტის პლენარული სხდომა დაიწყო, პირველი გამომსვლელის"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს პარლამენტის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა.

გამოსვლის ბოლოს ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა არჩილ თალაკვაძეს.

"დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სხდომას ოპოზიციის დამატებითი წარმომადგენლობა ესწრება.

მე შეგახსენებთ, რომ ამ შეთანხმების მთავარი ამოცანა არის ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციისა და რადიკალიზმის შემცირება. ეს მიზანი ჯერ კიდევ მისაღწევია. 

მოლაპარაკებებში ჩართულმა ოთხმა პარტიამ შარლ მიშელის ჩამოსვლის მიუხედავად შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, მეტიც, ისინი არ შემოდიან პარლამენტში და აგრძელებენ "ქართული ოცნების" მიმართ აგრესიულ რიტორიკას, ამით კიდევ ერთხელ მკაფიო ზღვარი ივლება პროდასავლურ და ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალებს შორის. 

"ქართული ოცნება" თავისი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს შეთანხმების შესრულებას. თითოეულ პარლამენტის წევრს და პარტიას აქვს თავისი პასუხისმგებლობა.

მადლობა მინდა გადავუხადო არჩილ თალაკვაძეს ყველაფრისთვის, მან დიდი წვლილი შეიტანა მოლაპარაკებების პროცესში. ის იყო ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები