28 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
ჩემი დიდი სურვილია აღდგომის დღესასწაულს ნიკა მელია საკუთარ სახლში შეხვდეს, მე მას ციხეში შევხვდები - სალომე სამადაშვილი 

პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. როგორ მან მედიასთან განაცხადა, აპირებს დღეს ან ხვალ ნიკა მელიას ციხეში შეხვდეს. 

"ჩემი ძალიან დიდი სურვილია აღდგომის დღესასწაულს, გიორგი რურუასთან ერთად ნიკა მელიაც საკუთარ სახლში შეხვდეს. მე მას დღეს ან ხვალ ციხეში შევხვდები. იმედი მაქვს, ამის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მსურს, რომ მათი დეპუტაცია სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

დღეს შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები  საპარლამენტო ტრიბუნებს პირველად დაიკავებენ.

იქნება სიტყვით გამოსვლები, განიხილება დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი -  ამნისტიის კანონპროექტი.

დღის ამბები